პროექტის სახელი ზესტაფონის ისტორიულ-კულტურული ძეგლების ჩართვა ტურიზმის განვითარებაში
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ზესტაფონის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას, შეადგენენ ტურისტულ მარშრუტებს .
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ რაიონის ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს, დაგეგმავენ იქ გამგზავრებას და მოახდენენ მათ ადგილზე აღწერას ,გამოიკვლევენ მათ ისტორიულ-გეოგრაფიულ მდებარეობას და წარმოადგენენ ღირსშესანიშნავი ადგილების ფოტო და ვიდეო მასალას, შეადგენენ რუკებს, გეგმებს, მარშრუტისა და ობიექტების მდებარეობის განსაზღვრისათვის .გაარკვევენ რა სანტრანსპორტო საშუალებების გამოყენებაა შესაძლებელი. მუზეუმებში მოიკვლევენ არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიულ მასალას, ხოლო მოსახლეობასთან გასაუბრებით კი მოიძიებენ ძველ ლეგენდებს, თქმულებებს, რეალურ ფაქტებს .
მონაწილეთა ასაკი 15–17წელი
ვადები,ხანგრძლივობა–პროექტის ६ თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დამხმარე ლიტერატურის მოძიება, სურათების, ვიდეო მასალის გადაღება, ამ თემაზე დისკუსიის წარმოება, პრეზენტაციის მომზადება. მასალის მომზადება ინტერნეტის საშუალებით .
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას : შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ, შეიქმნება ვებ –გვერდი, გალერეა აღნიშნული ადგილების ფოტო მასალითა და ნახატებით. სკოლაში მოეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას აღნიშნული ადგილების შესახებ. ეს პრეზეტანციებიც განთავსდება პროექტის საიტზე. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის, კომპიუტერით დამუშავების უნარ-ჩვევა. გაეცნობიან საკუთარი რაიონის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას
სარგებელი სხვებისთვის: პროექტისა და პრეზენტაციის და სკოლაში მოწყობილი გამოფენის მნახველები გაიღრმავებენ ცოდნას რაიონის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ,გაუფრთხილდებიან ამ მემკვიდრეობას
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არა
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში
ისტორიაში ისწავლიან წყაროებზე მუშაობას, ისტორიული ობიექტების აღწერას
გეოგრაფიაში შეისწავლიან გეოგრაფიული ობიექტების მდებარეობის განსაზღვრას მოგზაურობის მიზნებისა და შედეგების დადგენას
ქართულში გაიუმჯობესებენ წერისა და კითხვის ჩვევებს
ხელოვნებაში გააუმჯობესებენ ამ ადგილების ამსახველი ნახატების შესრულების, ფოტო გადაღებების უნარებს
საიმფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში : ინტერნეტში ამ ადგილებზე მასალების მოძიებით, დამუშავებით,პრეზენტაციის მომზადებით,ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით.
პროექტის ფასილიტატორი: ეკა მაღრაძე
ფასილიტატორის ელ।ფოსტა · magradzeeka@gmail.com
პროექტის გვერდი/ბლოგი magradzeeka.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий